სმარტერ ბიზნეს ჯგუფის მიზანია, ადამიანებისთვის უკეთესი სამუშაო, საცხოვრებელი და გასართობი გარემოს შექმნა.
სმარტერ ბიზნეს ჯგუფი აერთიანებს კომპანიებს, რომელთა ძირითადი მიმართულებაც არის ინოვაციური ტექნოლოგიები, ჭკვიანი სახლის სისტემები, შენობა-ნაგებობების ავტომატიზაცია და ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე სადგურების მოწყობა.
კომპანია ბაზარზე ოპერირებს 2015 წლიდან. მისი ძირითადი მიმართულება სრული ელექტრო სისტემების მომსახურებაა. დღეს სმარტერ ბიზნეს ჯგუფის შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპანიები: სმარტერი, სმარტერ სოლარი და სმარტერ ელექტრიკი.
სმარტერ სოლარი
2019 წელს შევქმენით კომპანია „სმარტერ სოლარი“, რომელიც სმარტერ ბიზნეს ჯგუფის მეორე წარმატებული პროექტი აღმოჩნდა და მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა.
სმარტერ ელექტრიკი
2021 წელს შევქმენით კომპანია ,,სმარტერ ელექტრიკი“, რომლის მთავარი მიზანი ელექტრობასა და სახანძრო უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. კომპანია დაუმეგობრდა საერთაშორისო პარტნიორებს.
სმარტერ აკადემია
ჩამოვაყალიბეთ კომპანია ,,სმარტერ აკადემია“, რათა დაინტერესებულ ადამიანებს გავუზიაროთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი კადრი შევქმნათ ქართულ ბაზარზე და დავეხმაროთ დარგის განვითარებას.