Innovative and energy efficient working space for your co-workers.
ჭკვიანი ოფისი ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე ტიპის, სრულად ავტომატიზირებული სამუშო სივრცე. ჭკვიანი ოფისი წარმოადგენს 21-ე საუკუნის ტრენდს, რომლის ძირითადი უპირატესობებია:
- ენერგო ეფექტურობა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ენერგო რესურსების დაზოგვასა და ოპტიმიზაციას.
- თანამშრომელთა კმაყოფილების ზრდა, გამომდინარე მათთვის შექმნილი კომფორტული გარემოდან.
- თანამშრომელთა პროდუქტიულობის ზრდა, რომელიც კვლევების თანახმად 1% დან 5% მდე ლავირებს.
ალბათ გაგიჩნდებათ ლოგიკური კითხვა თუ რას ნიშნავს სრულად ავტომატიზირებული ოფისი და კონკრეტულად რა გადაწყვეტილებებს მოიაზრებს ჭკვიანი ოფისი.

კარის ჭკვიანი საკეტით ერთდროულად შეგვიძლია გავამარტივოთ და მოსახერხებელი გავხადოთ ოფისში წვდომა, ხოლო მეორეს მხრივ მოვახდინოთ უზუსტესი აღრიცხვა თანამშრომლების სამუშო დროის.
ოფისის კარზე გათვლილ დაშვები სისტემებსა და ჭკვიან საკეტებს გააჩნიათ გაღების სხვადასხვა მეთოდები, როგორებიცაა:
- თითის ანაბეჭდით გაღება - თანამშრომლებს აღარ მოუწევთ ბარათების ტარება. ისინი კარის გაღებას მოახდენენ თითის ანაბეჭდით, რაც ავტომატურად დაფიქსირდება ბაზაში
- ბარათით გაღება - პარალელურად თითის ანაბეჭდისა შესაძლებლობა გექნებათ კარის გაღება ბარათის საშუალებით.
- კოდით გაღება - ასევე შესაძლებელია ოფისის კარის გაღება კოდის საშუალებით, რომელიც განკუთვნილი იქნება სპეციალურად თანამშრომლებისთვის.
- სახის ამომცნობით გაღება - ყველაზე თანამედროვე და მარტივ გზას დაშვების სისტემების კუთხით წარმოადგენს სახის ამომცნობით კარების გაღება. სმარტერის მიერ დამონტაჟებული კამერა მოახდენს კარის გაღებას იმ შემთხვევაში თუ ამოიცნობს იმ სახეს, რომელიც წინასწარ იქნება მის ბაზაში დაფიქსირებული.
საოფისე პირობებში ყველაზე პრაქტიკულ გამოყენებად რჩება სცენარული გადაწყვეტილებები. რა არის სცენარი და როგორ შეგვიძლია მისი პრაქტიკული გამოყენება?
სცენარი წარმოადგენს ერთგვარ ალგორითმს, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა მოქმედებების ერთდოულად ან თანმიმდევრულად განხორციელებას.
ჭკვიანი ოფისის პირობებში ხდება რამოდენიმე სცენარის შემუშავება, რომელიც შეიძლება გამოყენებადი იყოს სამუშო პერიოდში. ერთ ღილაკზე თითის დაჭერით, შესაძლებელია მივიღოთ სხვადასხვა დანიშნულების და გამოყენების მოქმედებები. ოფისის ავტომატიზირების შემდგომ შესაძლებელია კედელში ჩაშენდეს მიქსპადი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ მართვის პანელს. მიქსპადს, გარდა სენსორული ეკრანისა გააჩნია 6 ღილაკი, რომელზეც ჩვენი სურვილისამებრ შეგვიძლია გავწეროთ სხვადასხვა სცენარები.
- აინთება განათება ყველა საჭირო ადგილას
- გათბობა გაგრილების რეჟიმი გადავა აქტიურ სამუშაო რეჟიმში
- ფარდები ან ჟალუზები ავტომატურად გაიღება
- ჩაირთვება შიდა ეკრანები და სხვადასხვა საოფისე ტექნიკა
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ გააქტიურდება ყველა ის მოწყობილობა, რომელიც საჭიროა ოფისში კომფორტულად მუშაობისთვის.
არასამუშაო რეჟიმი - ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ სხვა ღილაკზე დაპროგრამდეს „არასამუშაო რეჟიმის“ სცენარი. შესაბამისად ოფისში სამუშაოს დასრულების შემდეგ, ერთ ღილაკზე თითის დაჭერით, ყველა მოწყობილობა ავტომატურად გადავა არასამუშო რეჟიმში. აღნიშნული ქცევა გამორიცხავს რაიმე მოწყობილობის ჩართულ რეჟიმში დატოვებას და მოახდენს ენერგო რესურსების დაზოგვას.
შეხვედრების რეჟიმი - აღნიშნულ ღილაკს გავააქტიურებთ მაშინ, როდესაც იწყება შეხვედრა. ამ სცენარის გააქტიურების შემდეგ მოხდება შემდეგი მოქმედებები:
- ავტომატურად ჩაირთვება პროექტორი
- ავტომატურად დაეშვება პროექტორი ეკრანი
- შეხვედრების ოთახის გამჭირვალე შუქები ავტომატურად გაიბლარება
- განათება შეიცვლება და გადავა შეხვედრების ჩატარების რეჟიმში
ანალოგიური სცენარი შეგვიძლია ავაწყოთ უსასრულოდ, გამომდინარე იქიდან თუ რამდენნაირი გარემოს შექმნა გვაინტერესებს და კონკრეტულად რა ინდივიდუალური მოთხოვნები გაგვაჩნია.
ჭკვიანი ოფისი უზრუნველყოფს უმაღლესი დონის უსაფრთხოებას, რაც 100% ით გამორიცხავს გაუთვალისწინებელ შემთხვევებს. ჭკვიანი ოფისის კონცეფცია ოპტიმიზაციას უკეთებს ენერგო რესურსებს და უზრუნველყოფს კომფორტულ სამუშო გარემოს.

Modern security standard
Imagine, that you don’t have to enter in to a frozen room in your country house and that you can open the garage door without leaving the car. You do not have to worry about these all, Imagine, that you can control iron, light, lamp on your working table, heating system at cottage house and garage doors remotely, by a single application
- 2013
- 2014
- 2015
- 2016
- 2017
- 2018
- 2019
4500
Apartment
350+
Villa
30
Hotel
400+
Office
Comfort in Your Everyday Life
Imagine that in the morning, according to a pre-created algorithm, the audio system activates the alarm, curtains open and coffee maker is turned on.