სმარტერში ჩვენ ყოველდღიურად ვემსახურებით ადამიანებისთვის უკეთესი სამუშაო, საცხოვრებელი, გასართობი და დასასვენებელი გარემოს შექმნას.
2016 წლიდან სმარტერი წარმოადგენს პირველ კომპანიას საქართველოში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჭკვიანი სახლისა და თანამედროვე ავტომატიზაციის სისტემების ინტეგრაციის განვითარებას. მრავალწლიანი გამოცდილება, ინოვაციური ხედვა და საინჟინრო უნარების მაღალი ხარისხი დღეს საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს შევთავაზოთ სრული, ერთიანი და ტექნოლოგიურად გამართული საინჟინრო გადაწყვეტილებები.
სმარტერი უზრუნველყოფს როგორც სრული ელექტრო ინფრასტრუქტურის პროექტირებასა და მონტაჟს, ასევე სუსტი დენებისა და ავტომატიზაციის სისტემების სრულ ინტეგრაციას. თითოეული პროექტი დაფუძნებულია საერთაშორისო სტანდარტებსა და მოწინავე ინჟინერიაზე, ხოლო მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს სანდო, ხარისხიან და გრძელვადიან შედეგს.
ჩვენი მიზანია შევქმნათ სისტემა, რომელიც ერთდროულად არის ფუნქციური, უსაფრთხო და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული.






BMS კომპიუტერზე დაფუძნებული სისტემაა, რომელიც დამონტაჟებულია შენობებში ისეთი მოწყობილობების მართვისა და მონიტორინგისთვის, როგორიც არის: გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია.
ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კომპანია ,,სმარტერ ელექტრიკი“, რომელიც სმარტერ ბიზნეს ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კომპანიაა. მისი მთავარი ფუნქციაა ელექტრო სამონტაჟო მომსახურების სრული სერვისის უზრუნველყოფა.
შენობის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია რისკების შეფასება და პრევენცია. ხანძარი არის ერთ-ერთი გავრცელებული რისკი, რომლისგან თავდაცვის მექანიზმი ყველა შენობას უნდა ჰქონდეს.
რას ნიშნავს ჭკვიანი სახლი? – ეს არის სრულად ავტომატიზებული საცხოვრებელი სივრცე, რომელიც საშუალებას გვაძლევს დისტანციურად ვმართოთ ყველა მოწყობილობა.